აქტუალური
“საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის ნაცვლად რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელი იქნება!“ – „ქართული ოცნება“

1-aqt2-moxsenebaსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი.  კოალიცია ქართული ოცნება საგარეჯოში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილის მხრიდან საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ვრცელდება განცხადებები, თითქოს „ქართული ოცნება“ საგარეჯოში არა კოალიციის მიერ ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატ თამარ ხიდაშელს, არამედ ირმა ინაშვილს უჭერს მხარს.
კოალიციაქართული ოცნებახაზგასმით აცხადებს, რომ კოალიციის წევრი თითოეული პარტია სრულად იქნება მობილიზებული საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად. აღნიშნული მხარდაჭერა უზრუნველყოფს კოალიციის კანდიდატის დამაჯერებელ გამარჯვებას საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში",- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.