აქტუალური
"საქართველოში ნატო-ს სამხედრო ბაზა (სამხრეთ საქართველო) იხსნება, რაც რუსეთთან ახალ ახალ კონფრონტაციას გამოიწვევს“- პარტია „თავისუფალი საქართველო“

1-aqt1-analt-jariსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო პოზიტიური პროცესი რუსულ-ქართულ ურთიეrობებში: გაიმართა პირდაპირი მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, გაიხსნა რუსეთის ბაზარი ქართული პორდუქციისთვის და ..
სამწუხაროდ ქართული საზოგადოებისგან მალულად საქართველოს ხელისუფლებამ მალევე დაიწყო ამ პროცესის საბოტაჟი: თავდაპირველად დაიბლოკა ორმხრივი ეკონომიკური პროექტები (ახალი სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი), ხოლო მოგვიანებით ივანიშვილის რეჟიმმა მესამე ქვეყნებს საქართველოში სარაკეტო სისტემების განლაგება და სირიელი ტერორისტების მოსამზადებელი ბაზების გახსნა შესთავაზა.
18 ნოემბერს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოში სასწავლო ცენტრის საფარქეშ, ნატო- სამხედრო ბაზა იხსნება (წინასწარი ინფორმაციით სახელდება სამხრეთ საქართველო).

 

ამ პროცესს უკვე მოჰყვა საპასუხო ქმედებები რუსეთის მხრიდან: რუსეთსა და .. „აფხაზეთის რესპუბლიკასშორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების პროექტი. ბუნებრივია თუ კი მოვლენები განვითრდება ამ მიმართულებით, დაიწყება რუსულ-ქართული მწვავე კონფრონტაციის ახალი ეტაპი და შეიქმნება დამატებით, კიდევ უფრო რთული და გადაუჭრელი პრობლემები.

მოვუწოდებთ რუსეთის და საქართველოს მთავრობებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს პირდაპირი პოლიტიკური კონსულტაციები კონფრონტაციის თავიდან ასასცილებლად. კონსულტაციების პროცესში დროებით შეჩერდეს როგორც ნატოს ბაზების საქართველოში განთავსების, ასევე რუსულ-აფხაზური შეთანხმების განხილვა.

იმავდროულად მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს ქართულ საზოგადოებას მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია: სად გაიხსნება ეს ბაზა და რა რაოდენობის და რა სახის დანაყოფები იქნება იქ განლაგებული? ქართველი ჯარისკაცების გარდა გაიწვრთებიან თუ არა იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები?“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.