აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს დიდი ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა
1ale-aqtual-2საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.