აქტუალური
„ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა - თავდაცვის სამინისტრო

1norio-aqtual-1საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
2015 წლის 1 სექტემბერს, 06:50 სთ-ზენორიოსსაწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ..- საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.