საზოგადოება
გუშინ კიდევ ერთი ორგანიზაცია საქართველოდან - „ავღანეთის ომის ვეტერანთა საქართველოს კავშირი“ გახდა მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა 28-ე გენერალური ასამბლეის გახსნის ღონისძიებებში. ასამბლეის ფარგლებში შედგა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან, მათ შორის ისრაელის ვეტერანთა ასოციაცია „TZEVET”-ის წარმომადგენლობასთან.
28-ე გენერალური ასამბლეა გაგრძელდება 4 სექტემბრამდე, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე იგეგმება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილის სიტყვით გამოსვლა თემაზე: ვეტერანთა წინაშე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და არასამთავრობო სექტორებისა და სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ვეტერანთა პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად.