უცხოეთი
უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელი: ტიაგნიბოკი კიევში არეულობების მონაწილეთა შორის იყო

1-arsen-zarb-2საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელმა არსენი ავაკოვმა განაცხადა, რომ ნახა ოპერატიული მასალები, რომლებიც უმაღლეს რადასთან მომხდარ შეტაკებებში სრულიად უკრაინის გაერთიანება „სვობოდას“ ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკის მონაწილეობას მოწმობს.

მე ვნახე ოპერატიული ვიდეო, ფოტოსურათები, სადაც ბატონი ტიაგნიბოკი მის მომხრეთა შორის იმყოფება, მათთან ერთად, ვინც ჩვენს ბიჭებს სცემდა. არ მესმის, რატომ უნდა გადაიხადოს უკრაინამ ამხელა ფასი, რომ ტიაგნიბოკი და მისი პარტია ხელისუფლებაშ დაბრუნდნენ... თქვენი პოლიტიკური ამბიციები უკრაინაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ბატონო ტიაგნიბოკო?“ - დაწერა ავაკოვმა Facebook-ზე.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მომხდარს „დაკვირვებით“ გამოიძიებენ, სასჯელი კი ‘შეუქცევადი“ იქნება.