რედაქტორისგან
„მიშა, ოდესაში შარვალს ასე არ ატარებენ!“ - საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, თუ რატომ გამოჩნდა საჯაროდ ოდესის ოლქის გუბერნატორი საბაკაშვილი უკუღმა ჩაცმულ შარვალში...

1-zar-bruki-redსაქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქინფორმი უკვე იტყობინებოდა - თუ როგორ სძვრება გასიებულ საბაკაშვილს მუდმივად შარვალი და სქელი საჯდომი უშიშვლდება. ასე გადააქცია სააკაშვილმა პოლიციელების წვრთნა ცირკად: გუბერნატორს შარვალი სძვრებოდა  და ის წამდაუწუმ იქაჩავდა მას ზევით. შემდეგ კი, დაჭრილთა ევაკუაციის წვრთნებისას ოდესის ოლქის გუბერნატორი ძლივს ჩაეკვეხა პოლიციის მანქანის საბარგულში და კინაღამ გაჭყლიტა პირობითი დაჭრილი...

და აი მიხეილ საბაკაშილმა, როგორც მას ოდესელებმა შეარქვეს, კვლავ გაამხიარულა ინტერნეტ-საზოგადოება. ამჯერად ოდესის ოლქის გუბერნატორმა ყველა განაცვიფრა თავისი კოსტიუმით, რომელიც მის გასიებულ სხეულზე ნაკერებში ირღვევა. სასაცილო კოსტიუმში გამოწყობილი სააკაშვილი ოდესაში ახალი საპატრულო პოლიციელების მიერ ფიცის მიღების საზეიმო ღონისძებაზე გამოჩნდა. ოდესის გუბერნატორი ქალაქის მერსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის დგას და აშკარად თავს უხერხულად გრძნობს, ამიტომ მუქი მზის სათვალე უკეთია. თუმცა ყველაზე მთავარი მისი პიჯაკი კი არა, რომელიც ძლივძლივობით ეკვრება ღიპზე, არამედ უკუღმა ჩაცმული შარვალია! ამან კომენტარების ნიაღვარი გამოიწვია ინტერნეტში: „ჰო, მომაკვდინებელი შარვალია. ყოველთვის ასეა, როცა კაცს ავიწყდება, რომ უკვე 40-ს გადააბიჯა“, „ოჰ, ღმერთო ჩემო, ოდესელებო, თავს ნუ შეირცხვენთ. შეუკერეთ თქვენს გუბერნატორს ნორმალური შარვალი“, „მიშა, ოდესაში შარვალს ასე არ ატარებენ!“ და სხვ.

როგორც საქინფორმისთვის სანდო წყაროდან - ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თანამშრომლისგან გახდა ცნობილი, აი რა მოხდა: წინა ღამე სააკაშვილმა ოდესაში ცნობილ მეძავთან გაატარა. საქართველოში თავისი ღორმუცელობით ცნობილი მიშა, თურმე, იმ ღამეს კავკასიური გაქანებით ღრეობდა - რამდენჯერმე გააგზავნა თავისი მძღოლი, დაცვასთან ერთად, სპირტიან სასმელებსა და ძვირადღირებულ დელიკატესებზე, თავი შეიქცია მარიხუანათიც... მაგრამ ჰოი უბედურებავ - დილით აღმოჩნდა, რომ შარვალი არ ეკვრებოდა აშკარად არა სექსისგან ბობოქარი ღამის გამო! ისტერიულმა და ნაბახუსევზე გაცოფებულმა სააკაშვილმა შეკვრის მცდელობისას შარვალს ღილები დააწყვიტა და ელვაშესაკრავი გაუწყდა! რა უნდა ექნა? დაცვა კართან ელოდება, ექსკორტი - დაბლა, ხოლო პოროშენკო, ავაკოვი და ზღულაძე, ასობით ახალი პატრულითურთ - პოტიომკინის კიბეზე გაჭიმულან ნეზალეჟნისთვის ფიცის მისაცემად... სააკაშვილი ისევ მისი ახალი უკრაინელი თანაშემწის ქალურმა ეშმაკობამ იხსნა, რომელმაც შარვალი წელზე ქინძისთავებით დაუმაგრა და მათ დასამალავად მიშას ის... უკუღმა ჩააცვა!

 საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 1 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

1-zar-qvemerti-red 1-zar-qvemor-red