აქტუალური
მსოფლიოში ცნობილი ბანი პაატა ბურჭულაძე დაქორწინდა უკრაინელ ანჟელა ვასილენკოზე, რომელთანაც ბოლო 22 წელი ცხოვრობდა (ვიდეო)

1--aqtual2---zemo-raghacaსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ქალთან, რომელთანაც უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობს, ოფიციალურად ხელი გუშინ, თბილისში - პირდაპირ ბორანზე, მდინარე მტკვარზე გასეირნებისას მოაწერა.

ინტერნეტში გავრცელდა ქორწინების ვიდეოკადრები, სადაც ასახული არიან  ნეფე-პატარძალი, ნათესავების, მაყრიონის, მედუდუკეთა დასტასთან ერთად, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც პირადად შეაუღლა ეს წყვილი.

პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანჟელა ვასილენკო წარმოშობით უკრაინიდანაა. 15 წლის იყო სიონში რომ მოინათლა, თუმცა საქართველოსა და მსოფლიო ბანს ცხოვრება 22 წელია მჭიდროდ დაუკავშირა. 10 წლისთავზე მათ ჯვარი დაიწერეს ტაძარში, გუშინ კი ხელიც მოაწერეს.

1-aqtual2---qvemo-raghac