სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

1-sam-drugsსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში მცხოვრები შმაგი . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 11,331 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის თანახმად 4,5365 გრ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.