სამართალი
უფასო იურიდიული მომსახურეობა გადაიდო

iuridiuli-momsaxurebaიურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე უფასო იურიდიული მომსახურეობა 2013 წლამდე გადადო. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მან განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც 2011 წელს იყო გადაწყვეტილი, ჯერ ვერ ხერხდება. კუბლაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება სისხლის სამართლის საქმეებზე უნდა გამახვილდეს და მთელი ძალისხმევაც აქეთკენ უნდა იქნას მიმართული. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უფასო იურიდიულ მომსახურეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია.