აქტუალური
ზაზა სოფრომაძე: „15 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი უკვე 160 ლარს მიიღებს“

1-aqtual-tlopikaსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პენსიების გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილება პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის: მომავალი თვის 15 რიცხვიდან, როდესაც დაიწყება პენსიების გაცემა, ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს უკვე გაზრდილ 160 ლარის ოდენობის პენსიას. მთლიან ოდენობაში ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს, რაც უკვე გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტში და შესაბამისად, ამ თანხების გაცემა უპრობლემოდ მოხდება სექტემბრის თვიდან.

ბოლო პერიოდის განმავლობაში გაზრდილია პენსიონერთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რაც აისახება იმაში, რომ ზოგადად პენსიის მიმღებთა საერთო რიცხვი გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლიწადნახევრის განმავლობაში პენსიის მიმღებთა ოდენობა ნაცვლად 686 ათასისა, დღეისათვის უკვე არის 703 ათასზე მეტი, ანუ პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 17 ათასით", - განაცხადა, კერძოდ, სოფრომაძემ.