აქტუალური
„ეს წარმატებული, ეროვნული, სტრატეგიული ცხოვრების მაგალითია!“ - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს წარმატებები ნატოსკენ მიმავალ გზაზე სააკაშვილისა და მისი გუნდის, და არა მარტო ღარიბაშვილის მთავრობის, დამსახურებაა

1-primer-aqt-1-anსაქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი.  ნატო-ს გენმდივანთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სრულიად ვეთანხმები ნატოს გენერალურ მდივანს, როდესაც მან ბრძანა, რომ დღეიდან ნატო მეტად არის საქართველოში და საქართველოს მეტად არის ნატოში იმიტომ, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა, რისი ერთ-ერთი მაგალითიც დღეს ვიხილეთ - ცენტრის გახსნა - არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საბოლოო მიზნისკენ - საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნისკენ.

წევრობამდე გზა ჯერ კიდევ ბევრია გასავლელი. ძალიან ბევრი საკითხია მსოფლიოში მოსაგვარებელი იმისთვის, რომ საქართველო ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აბსოლუტურად აუცილებელია, ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის განვითარების, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების თვალსაზრისით იმისთვის, რომ თუ ვინმე სკეპტიკოსი სადმე, ნატოს წევრ სახელმწიფოში სვამს კითხვას - ქართველები, საქართველო ვართ თუ არა ორგანული ნაწილი თავისუფალი ევროპის - აი ეს კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს...

საქართველოს პარლამენტში, მოგეხსენებათ, არის სრული ურთიერთგაგება ამ საკითხში და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ჩვენ, ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებში ვთანამშრომლობთ, ასევე გავაგრძელებთ მომავალში იმიტომ, რომ იქ სადაც ვართ დღეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მთავრობის მონაპოვარი, ეს არის რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, პოლიტიკური ლიდერის, პრეზიდენტების, მთავრობების, მინისტრების ერთობლივი, ჯამური ნაღვაწი და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. მოხარული ვარ, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ერთ-ერთი მაგალითია, ასეთი წარმატებული, ეროვნული, სტრატეგიული ცხოვრების“, განაცხადა, კერძოდ, დავით უსუფაშვილმა.