აქტუალური
ლუკა კურტანიძე: „გვაზავა არის პატიოსანი და უმწიკვლო წარსულის?! ეგებ მერაბიშვილიც უმწიკვლოა და ტყუილად ზის ციხეში?!“

1-luka-aqtual-3საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილის განცხადებას იმის შესახებ რომ ლევან გვაზავა არის წესიერი კაცი და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ყველა ტრაგედია თუ უბედური შემთხვევა მტკივნეულია! რათქმაუნდა, ის რაც მოხდა ოქროყანაში, ადამიანურად მართლაც სამწუხაროა, მითუმეტეს მათი ოჯახის წევრებისათვის. .... მაგრამ არ და ვერ გავიგე ზოგი მინისტრის ფორიაქი და საქვეყნოდ პოზიცის დაფიქსირება! უფრო ვერ გავიგებ შსს მოადგილის შეფასებას, ვინ იყო და არის პატიოსანი და უმწიკვლო წარსულის?!... მერაბიშვილის მოადგილის????! ეგებ მერაბიშვილიც უმწიკვლოა და ტყუილად ზის ციხეში?!! ამ უაზრო პოზიციების დაფიქსირებისა და შეფასების შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია! დანარჩენს კი შიგნით გავარკვევთ! თან აუცილებლად გავარკვევთ! ისე კი შეგახსენებთ 7 ნოემბერს და 26 მაისს იქ რომ ყოფილიყავით, ვნახავდი სად მიხვიდოდით და რა განცხადებას გააკეთებდით! ამ პოზიციას ღიად ვაფიქსირებ, რადგან არასოდეს ვღალატობ იმ ღირებულებას რასაც სამშობლოს და ერის მართალი ერთგულება ჰქვია! და ბოლოს მე მარტო არ ვარ ასეთი პოზიციის", - აცხადებს, კერძოდ, კურტანიძე.