რელიგია
პრემიერი ღარიბაშვილი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვას დაესწრო

1-bog-aqt-2-rel-mtსაქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჩაატარა.

მთავრობის მეთაურმა მართლმადიდებელ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. მინდა მთელს საქართველოს, ჩვენს ხალხს მივულოცო მარიამობა. დღეს არის განსაკუთრებული დღე. ჩვენი ერი ყოველთვის გრძნობს ღვთისმშობლის მფარველობას, სწორედ ამიტომ სასწაულებრივად საუკუნეების მანძილზე უამრავი სირთულე გამოვიარეთ ღვთისა და ღვთისმშობლის შეწევნით. მე მჯერა, რომ ჩვენ კვლავაც გავიმარჯვებთ ღვთისმშობლის მფარველობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო.

1-bog-aqt-2-rel-qv