საზოგადოება
დეპუტატებს „ლირიკა“ არ მოსწონთ

APTEKAაიკრძალება თუ არა მედიკამენტ „ლირიკის" ურეცეპტოდ გაყიდვა? ამ კითხვაზე პასუხი დეპუტატებს ჯერ არ აქვთ, თუმცა ამ წამლთან დაკავშირებით პარლამენტშიც დაიწყეს საუბარი.

„ლირიკას“ ახალგაზრდების უმეტესობა რეცეპტის გარეშე ყიდულობს და ხშირ შემთხვევაში არადანიშნულებისამებრ იყენებს.

რამდენიმე შემთხვევა უკვე მოხდა, როცა „ლირიკის“ არასწორმა გამოყენებამ ახალგაზრდები სავალალო შედეგებამდე მიიყვანა.

ჯერჯერობით, „ლირიკასთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება „თიანეპტინის" შემცველ მედიკამენტებზე. ისინი მომავალი წლიდან მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება.
"თიანეპტინის" შემცველ მედიკამენტებს ხშირად ნარკოტიკულ საშუალებად იყენებენ. კერძოდ, "კოაქსილსა" და "სტაბლონს". დეპუტატების განმარტებით, ამ მედიკამენტების ნარკოტიკებად გამოყენება კანის დანეკროზებას იწვევს და ვითარდება კიდურების განგრენა. ასევე, იწვევს სეფსისს, ტოქსიკურ ენცეფალოპათიას და ა.შ. შესაბამისად, მომავალი წლიდან ეს მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება.