შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავა
საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქეები: გარნიკ კ. და ჰაიკ ჰ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა გარნიკ კ-ს პირადი ჩხრეკისას 0,007788 გრ ბუპრენორფინი, ხოლო ჰაიკ ჰ-ს პირადი ჩხრეკისას 0,05 გრ მეთადონი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს მეთადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.