სამართალი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
1-boep-samart-1საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის რაიონებში მცხოვრებმა 30 პირმა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 8041 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 18 ჭურვი, სხვადასხვა სახის 77 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი, 8 გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“, 400 გრ ტროტილი, 25 ამფეთქი ფალია, 4 საკვამლე კოჭა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის 9 ამფეთქი და 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.