საზოგადოება
საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოპოტში, გაიმართება მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის 28-ე გენერალური ასამბლეა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 45 დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის, ქართული დელეგაცია, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით.
დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა კომიტეტებთან, მათ შორის ევროპის საქმეთა მუდმივ კომიტეტთან.ასევე, გაიმართება არაერთი სიმპოზიუმი და პლენარული სხდომა. დაგეგმილია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ირაკლი შიხიაშვილის სიტყვით გამოსვლა.
მოსალოდნელი შედეგი: საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ურთიერთობების გამყარება და სამომავლო თანამშრომლობა.