უცხოეთი
რუსეთმა უარი განაცხადა უკრაინის ვალის ჩამოწერაზე

dolg-zar-2საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის ბოლოს რუსეთმა 3 მლრდ დოლარის ოდენობის უკრაინის ევრობონდები შეიძინა, რომლის დაფარვაც ამა წლის დეკემბერში უნდა მოხდეს. ამასთან, კიევმა სთხოვა რუსეთს, დათანხმებოდა ვალის ჩამოწერის იმავე პირობებს, რასაც დანარჩენი კრედიტორები.

რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციაში“, იუწყება სააგენტო Bloomberg რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვის სიტყვებზე დაყრდნობით. „თუ ისინი არ გადაგვიხდიან, სასამართლოს მივმართავთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ვალი მაინც დარჩება. ეს უკვე ჩამოწერილი დანაკლისი როდია, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ გამოიყოფა რაღაც დრო ამ რესურსების გახარჯვაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დაგვავიწყდება“, - განაცხადა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უფაში ბრიკს-ის სამიტის კულუარებში.