აქტუალური
„საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში“ – იენს სტოლტენბერგი
Sovmest-AQT-3-AN-MTსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნაზე ამ ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ცენტრი საქართველოს აღმოუჩენს დახმარებას, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოს უფრო თანამედროვე და მაღალი ბრძოლისუნარიანობით აღჭურვილი, იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუპირისპირდეს. 

"გაერთიანებული წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა დამატებით განვითარდება. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა უფრო ამაღლდება ქვეყანაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

sovmest-AQT-3-AN-QV