აქტუალური
„წლების განმავლობაში, ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი“ - ღარიბაშვილი

kontrib-AQT-2-AN-MTსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქართველოს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაზე აღნიშნა, საქართველო სრულად აცნობიერებს გლობალური ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეს და შესაბამისად, ცენტრის დაფუძნება არის საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. “მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს და ინტენსიურ დიალოგს ნატოსთან, ევროკავშირთან, დასავლელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან, მშვიდობიან და თავისუფალ ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ცენტრის დაარსებაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს, ნატოს საერთაშორისო სამსახურს და წევრ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.

kontrib-AQT-2-AN-QV