აქტუალური
“ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია, მისი დაარსება წარმოაჩენს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია!” – ღარიბაშვილი
centre-AQT-1-AN-MTსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივად გახსნეს.
მთავრობის მეთაურმა ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. 

ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ცენტრის დაარსებას საქართველოსთვის აქვს კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვა - ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ცენტრი ამ ეტაპის წარმატებით დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობის ეს ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსითა და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

centre-AQT-1-AN-QV