აქტუალური
2011 წელს საქართველო 754 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს

sagareo-valii"ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის" ექსპერტის - შოთა მურღულიას განცხადებით, მიმდინარე წელთან შედარებით, საქართველოს მიერ ასაღები საგარეო ვალის მოცულობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. "2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მთავრობა წლის ბოლომდე 1 მლრდ 313 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალს აიღებს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი, ვალის სახით ასაღები თანხის მოცულობა მხოლოდ 754 მლნ ლარს შედგენს", - განაცხადა მურღულიამ. რაც შეეხება ვალდებულებების მომსახურებისთვის საჭირო თანხას, ექსპერტის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში საგარეო ვალის გასასტუმრებლად 138 მლნ აშშ დოლარია გათვალისწინებული. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 3 მლრდ 836 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.