პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და უელსის სამიტზე მიღებული ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილეს
Iens-POLIT-1საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის შეუფერხებლად და სწრაფ ტემპებში მიმდინარეობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში იხსნება წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი.
ნატო–ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.