სამართალი
ერისთავის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
poJar-SAMART-3საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თ. ერისთავის ქუჩაზე (ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე) გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდაცია მოახდინეს.
ხანძრის ქრობას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი. შეიქმნა ხანძრის სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. სულ ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა 25 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ეკიპაჟი და 2 ავტოკიბე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სულ დაიწვა 4000კვ.მ ფართობი.
გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო.