სამართალი
შსს-მ 5 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

Koka-samart-1საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი პირი: ბრაზილიის ფედერაციის ორი მოქალაქე ელიზაბედ ლუიზა დოს . და კარინა , და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე ოდეთთე . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ ელიზაბედ ლუიზა დ-ს და კარინა ე-ს პირადი ჩხრეკისას 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 4 კილო და 794,68 გრ კოკაინია, ხოლო ოდეთთე ვ-ს ხელბარგის ჩხრეკისას ამოღებულია 14 კილო და 835 გრამი მარიხუანა. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.