პოლიტიკა
გიორგი თევზაძე: „ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა ღონისძიება „ბორჩალოს“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღსაკვეთად, რათა ჩრდილი არ მიადგეს ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას“

BorCalo-polit-3-analitსაქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თქვენი უფლებებისათვის სპიკერი გიორგი თევზაძე 2015 წლის 24–30 აგვისტოს გაზეთ კვირის პალიტრა–ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას პანკისი 2“–ის საფრთხე ქვემო ქართლში” ეხმაურება.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში, კერძოდ, დმანისში ე.წ. საზოგადოებრივი დღესასწაულის საფარქვეშ არსებობს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საფრთხე, რომლის ძირითადი ინიციატორს და ორგანიზატორს წარმოადგენს ბაქოში დაფუძნებული ორგანიზაცია „ბორჩალო, რომელსაც, სტატიის თანახმად, დიდი ალბათობით ფინანსურად ეხმარებიან  აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

„შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადგილი აქვს ეთნიკური ჯგუფების მობილიზაციას, სეპარატისტული მოძრაობის წახალისებისა და ეთნიკური დაპირისპირების მიზნით.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ „ბორჩალოს“ საქმიანობას ხელს უწყობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, რეგიონში ვითარების მიზანმიმართული დაძაბვის მიზნით.

შექმნილი ვითარება ხელისუფლებას ავალდებულებას განახორციელოს გადაუდებელი რეაგირება და შეიწავლოს საქართველოში „ბორჩალოს“ საქმიანობა კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით “, –აღნიშნავს, კერძოდ, რაფაელ ისკანდაროვი სტატიაში.

„ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ  განახორციელოთ ყველა საჭირო მოქმედება, რათა აღკვეთილი იქნას „ბორჩალოს“ და მსგავსი ე.წ. ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა, რათა ანტისახელმწიფოებრივი ძალების მოქმედებით ჩრდილი არ მიადგეს ქართულ–აზერბაიჯანულ მეგობრობას“, – აღნიშნულია, კერძოდ, უფლებადამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში.

http://marshalpress.ge/?p=9938