პოლიტიკა
საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობა გაგრძელდება, რის შემდეგაც მთავრობა მას განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.
„რეგიონული განვითარების შესახებ“ კანონს საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს.