უცხოეთი
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდაი რესპუბლიკური პარტიიდან, ბიზნესმენი დონალდ ტრამპი საფონდო ბაზრების ჩამოშლის მიზეზს ჩინეთის მოქმედებებში ხედავს. „ბაზრები ჩამოიშლება, - წერს ის თავის ტვიტერზე, - ამის მიზეზად ცუდი დაგეგმარება და ის ფაქტი იქცა, რომ ჩინეთსა და აზიას თავისი პირობების თავსმოხვევის ნება მიეცათ. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. ხმა მიეცით ტრამპს!“