საზოგადოება
დედოფლისწყაროს რაიონში მეეზოვეები გაფიცვას აპირებენ

meezoveდედოფლისწყაროს რაიონში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ. მეეზოვეები ხელფასების მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამსახურში ისეთი ადამიანები არიან გაფორმებულები, რომლებიც არაფერს აკეთებენ, თუმცა თვის ბოლოს ხელფასებს იღებენ. რამდენიმე მეეზოვემ დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა და პროტესტის ნიშნად ცოცხები გადაყარა. „ჩვენს სამსახურში 75 ადამიანია გაფორმებული და მხოლოდ ათი მუშაობს. შაბათ-კვირასაც გვამუშავებენ. მთელს რაიონს ათი ადამიანი ვალაგებთ, 75 კაცი კი ხელფასს იღებს“, - აღნიშნეს შპს „სერვისი 2007“-ის თანამშრომლებმა საქინფორმის კორესპონდენტთან.

შპს „სერვისი 2007“-ის დირექტორის - ზურაბ ყოჩიაშვილის განმარტებით, ხელფასების განახევრება ზამთრის სეზონს უკავშირდება. „ყოველ წელს ასე ხდება და რაღა ახლა გამოხატეს პროტესტი? და არც შტატები არ არის გაბერილი“, - აღნიშნა ყოჩიაშვილმა.