აქტუალური
თინა ხიდაშელი: „ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი არ არის სამხედრო ბაზა. შემდგომი თვეების განმავლობაში იდევ რამდენიმე მსგავსი ცენტრი გახსნება“

1-aqtual-2-3-analitსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც 27 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალურად გახსნის.

თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი არ არის სამხედრო ბაზა. ეს არის ნატოს სტანდარტებით მოქმედი სასწავლო ცენტრი, სადაც მოემზადებიან სამხედროები, იმისათვის, რომ უკეთესად იყვნენ მომზადებული ყველა იმ გამოწვევებთან შესახვედრად, რასაც დღეს თანამედროვე სამყარო სთავაზობს როგორც ქართულ ჯარს, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც, იმედი მაქვს, ამ სასწავლო ცენტრის მომხმარებლები იქნებიან. ღრმად ვარ დარწმუნებული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რისი ხელშემწყობი ერთ-ერთი საფუძველიც ეს სასწავლო ცენტრიცაა, სასარგებლო იქნება არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოიაზრება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, შემდგომი თვეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე მსგავსი ღონისძიება იგეგმება, კერძოდ, SNGP და უელსის პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა ცენტრის გახსნა, რათა სწრაფად შესრულდეს უელსში აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.