აქტუალური
"გარკვეული განცხადებები, რომლებიც კრემლში იწერება, ვერ გააჩერებს ქართული სახელმწიფოს მიზანმიმართულ სწრაფვას, სისტემურად იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა” - თინა ხიდაშელი

1-aqtual-2-3-analitსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც 27 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალურად გახსნის

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერება.

„27 აგვისტოს, სწორედ, ამ ადგილას, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის საძირკველი ჩაიყრება. კრწანისის სასწავლო ცენტრი გარკვეულწილად მზადყოფნაშია, რადგან შესაბამისი სწავლებები აქ პირველად არ ტარდება. თუმცა იმ მიზნებისთვის, რაც ამ ცენტრს აქვს, აქ ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.