პოლიტიკა
„აფხაზეთში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს - აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას საერთაშორისო დიპლომატიას დავუპირისპირებთ” - თინა ხიდაშელი

1-polit-2-3-analitსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჟურნალისტებს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ განუცხადა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენას სამხედრო დანიშნულება, მინისტრმა განაცხადა, რომ რკინიგზა შეიძლება ნებისმიერი მიზნისთვის იყოს გამოყენებული. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ეკონომიკური საქმიანობისთვის. დღეს ვნახე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე დასრულდება აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის რკინიგზის აღდგენა, თუმცა რკინიგზა შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფუნქციით გამოიყენო. ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, გნებავთ, ოკუპირებულზე, მაგრამ მაინც ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს გეგმავენ, იმ პოლიტიკის მაგალითია, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიწაზე ახორციელებს ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას დიპლომატიური მეთოდებით დაუპირისპირდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ მსგავს ფაქტებს შეიძლება დავუპირისპიროთ მხოლოდ საერთაშორისო მობილიზაცია და ის დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც მუდმივად ახორციელებს საქართველო. ვფიქრობ, წინა კვირას ჩემი ვაშინგტონში ვიზიტი ამის კარგი მაგალითი იყო – მაგალითი იყო იმისა, თუ რა დონეზე შეგიძლია ასწიო თემა და რა დონეზე მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხად აქციო ის შენი პარტნიორებისთვის მორიგ ჯერზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ამოცანა ამ წუთისთვის – იყო მუდმივად დღის წესრიგში და გყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებული ყველაზე უფრო მძიმე და ცუდი სცენარებისთვის. ადგილზე გაწმენდილ რკინიგზას ჩვენ მომავალში ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.