უცხოეთი
ესკინმა ტრამპს „ძალიან ჭკვიანი“ უწოდა საიმისოდ, რომ მან თქვას, თითქოსდა „უკრაინის საკითხი უკრაინელებმა და რუსებმა, უმთავრესად, ევროპელებმა უნდა გადაწყვიტონ“. „რამდენადაც რუსეთი შეშფოთებულია (უკრაინის პრობლემით), იმდენად დონალდ ტრამპს ესმის, როგორია (ჭეშმარიტი) ამერიკული ინტერესები. და ამიტომ, როცა ის ამბობს, რომ სურს პუტინს გაურუგდეს და ბიზნესი აწარმოოს რუსეთის პრეზიდენტთან, ის მოქმედებს ბიზნესმენივით. ხოლო როცა უკრაინაზე ლაპარაკობს, ვერ ხვდება, რა ინტერესები აქვს იქ აშშ“-ს, - აღნიშნავს ესკინი.
„ეს უბრალოდ ის არაა, რასაც იგი ფიქრობს, მან დანამდვილებით იცის, რომ ამერიკელ საზოგადოებას სურს მოისმინოს, რომ ამერიკას არაფერი ესაქმება უკრაინაში და გაცილებით უმჯობესია ისეთ ადამიანთან მეგობრობა, როგორიც რუსეთის პრეზიდენტია, რომელიც ძალიან გონიერი და მშვიდობისმოყვარეა და უბრალოდ სურს, რომ მისი ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს“, - ასკვნის ავიგდორ ესკინი.