საზოგადოება
ხიდაშელი: „რუსეთის მიზანია, შექმნას ატმოსფერო, რომელიც შეამცირებს ოპტიმიზმს და გაზრდის სკეპტიციზმს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“

1polit-2-3-saz-1-2საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. მომზადებულია ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლის მიხედვით, რომელიც C-SPAN-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ავტორი: ფრედ სტრასერი.

როგორც მინისტრი აცხადებს, უარის თქმის შემთხვევაში, იქნება იმედგაცრუება, ასევე საინტერესოა საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობა იგივე დარჩება თუ არა. ამ ეტაპზე, რუსეთს ხელს არ აძლევს მეორე ფრონტის გახსნა უკრაინის პარალელურად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს, შესაძლოა, უშედეგო აღმოჩნდეს.

ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის ხალხის ენთუზიაზმია. საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკრაინის კრიზისს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, რათა მასზე რეაგირების მიხედვით განსაზღვრონ მომავალი ქმედებები.

კითხვაზე, თუ რამდენად აპირებს საქართველო გამოიყენოს ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსული ავიაციის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეს არღვევს, ხიდაშელმა უპასუხა, რომ საქართველო სამხედრო ტექნიკას არ ყიდულობს ომის დაწყების მიზნით. ვაპირებთ ჩამოვაგდოთ თვითმფრინავი?“- იკითხა ხიდაშელმა რიტორიკულად. მე არ ვიცი, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ როგორ უნდა იმოქმედოს, თუ მის ტერიტორიას და ხალხს ემუქრება საფრთხე. ამ კითხვაზე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, შესაძლოა, ორგვარი პასუხი არსებობდეს. რუსეთის მიზანი პროვოკაციის მოწყობაა, მაშინ როცა საქართველო არ აპირებს რეაგირებას გამოწვევაზე. თუ ისინი გადაკვეთენ მაგისტრალს, იქნება თუ არა ეს ბოლო წერტილი? სწორედ, ეს არის მთავარი კითხვა ბრიუსელში,“- აცხადებს მინისტრი.