საზოგადოება
ხიდაშელი: „2016 წლის არჩევნებზე პრორუსული ძალები კვლავ შეეცდებიან, დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ მთავარ ამბიციას დასავლეთთან ინტეგრაციის თაობაზე“

1polit-2-3-saz-1-2საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. მომზადებულია ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლის მიხედვით, რომელიც C-SPAN-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ავტორი: ფრედ სტრასერი.

„მოსკოვის მიერ ბოლო პერიოდში საზღვრის გადმოწევამ შეაშფოთა საქართველოს მმართველი კოალიცია, რომელიც ხელისუფლებაში სამი წლის წინ მოვიდა და დადო პირობა, რომ რუსეთთან დაძაბულობას განმუხტავდა. ვფიქრობ, არჩევნებზე პრორუსული პარტიები შეეცდებიან პარლამენტში კენჭისყრას, რაც არც მოქმედ და არც წინა პარლამეტში არ მომხდარა. ვფიქრობ, ვერ გაიმარჯვებენ და ვერც ხმების მნიშვნელოვან ნაწილს მოაგროვებენ, თუმცა ჩემთვის, პერსონალურად, ეს არის ტრაგედია და 22 წლის შემდეგ, რაღაცნაირად უნდა დავასრულოთ. რამდენად მიაღწევენ აღნიშნული ძალები წარმატებას, დამოკიდებულია ნატოს სამიტზე, აცხადებს მინისტრი. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მან ვაშინგტონში ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დადგება ვარშავის სამიტზე დღის წესრიგში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციები“, - განაცხადა მინისტრმა.