კახა ბაინდურაშვილი დეპუტატების ცოლებზე ზრუნავს
ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დეპუტატებს დაჰპირდა, რომ მომავალი წლიდან მათ მეუღლეებს ელექტრონული გზით გამოწერილი პროდუქციის მიღება გაუმარტივდებათ. პარლამენტართა ცოლებისთვის პრობლემების შემსუბუქების პირობა დეპუტატებმა ბაინდურაშვილისგან საფოსტო გზავნილებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას მიიღეს.
ფინანსთა მინისტრმა ინტერნეტის მეშვეობით პროდუქციის გამოწერის გამარტივებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, თუკი ადრე გამოწერილ პროდუქციას აეროპორტში უნდა დახვედროდნენ, ახლა შესაძლებელი იქნება, იგი სახლშივე მიიღონ". ეს განსაკუთრებით თქვენს მეუღლეებს დააინტერესებთ," – ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს.