პოლიტიკა
ხიდაშელი: „2016 წლის სამიტზე ნატო ან უარს ამბობს გაფართოებაზე ან აგზავნის მკაფიო გზავნილს იმის შესახებ, რომ მისთვის პარტნიორი ქვეყნები ისეთივე ღირებულია, როგორც წევრი სახელმწიფოები“

1polit-2-3-saz-1-2საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. მომზადებულია ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლის მიხედვით, რომელიც C-SPAN-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ავტორი: ფრედ სტრასერი.

როგორც თინათინ ხიდაშელი აცხადებს, ნატოს მოაქვს მშვიდობა. შესაძლო პასუხი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ნატოსთვის ისე - საქართველოსთვის, აცხადებს მინისტრი. ნატომ საქართველოსთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომლითაც დაამტკიცებს საკუთარსიძლიერესა და გამბედაობას. საქართველოს, რომელიც ნომერი მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს ალიანსთან, რაც ქვეყნისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საფუძველს იძლევა. საქართველო ელოდება პოლიტიკურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა ნატოში გასაწევრიანებლად.

როგორიც უნდა იყოს ნატოს პასუხი, მას ექნება გამოძახილი საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის“, - აცხადებს ხიდაშელი.