საზოგადოება
თინა ხიდაშელმა, უკრაინის ელჩმა და უკრაინის სამხედრო ატაშემ ის უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულეს, რომლებიც წეროვანში რეაბილიტაციას გადიან

1sazog-3-analitსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იქ არსებულ პირობებს გაეცნენ..დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო უკრაინელ ხალხს. მათი გამარჯვება ჩვენიც და, საერთოდ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაა. უკრაინის ხელისუფლებასთან სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებში ვთანამშრომლობთ. ამჟამად, ჩვენს სამკურნალო დაწესებულებებში უკრაინელი ახალგაზრდები გადიან რეაბილიტაციას. მზად ვართ, აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება, რაც კი შეგვიძლია. ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის ჰუმანიტარულ პროექტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სჭირდება - საზღვრების მიუხედავად“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

წეროვანის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში შვიდი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. ისინი საქართველოში რეაბილიტაციის კურსს საქართველო-უკრაინას შორის 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადიან. უკრაინული მხარის სურვილის შემთხევაში, საქართველოში სარეაბილიტაციო კურსს სხვა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებიც გაივლიან. რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში იგეგმება ჯარისკაცთათვის თბილისის, მცხეთისა და სიღნაღის დათვალიერება. სარეაბილიტაციო კურსი 20 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდება.