სამართალი
ქართულმა მხარემ მალაიზიელ სამართალდამცავებს ბაბუცა გორდაძის მეუღლის - ელდარ დავითიანის ჩვენებაც გადასცა, რომელშიც ის დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს. ნარკოტიკების გადაზიდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი დანაშაულის მსხვერპლი გახდნენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას გორდაძისა და კოხტაშვილის წინააღმდეგ სამხილი არ აქვს, მთავარი იმ ქიმიური ექსპერტიზის პასუხია, რომელსაც 2011 წლის იანვარში ელოდებიან.
ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში 24 ოქტომბერს ნარკოტრეფიკის ბრლადებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრება.