აქტუალური
ხიდაშელი: „მე-5 მუხლის ქვეყნების გარშემო რკინის ფარდის ჩამოშვებით და ჩაკეტვით ისინი ფართოდ უღებენ კარს ყველა სხვას! აქ გადის ნატოს ლიმიტი და სადამდე შეგვიძლია მივიდეთ ჩვენ“

1aqtual-1-2-analitსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს მოუწოდა, ვარშავის სამიტზე საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს. ვაშინგტონში რადიო თავისუფლებასთან“ (RFE/RL) საუბარში ხიდაშელმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების შესახებ დაპირების შესრულების საკითხში ნატოს მხრიდან გამოჩენილი ნებისმიერი ყოყმანი რუსეთს შემდგომი აგრესიული ქმედებებისაკენ უბიძგებს.

„ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს 28 წევრი ქვეყანა კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობას იზიარებს. ეს ნიშნავს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე. ნატოში საბოლოო გაწევრიანებამდე, საქართველო და ალიანსში შესვლის მსურველი სხვა ქვეყნები ამ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ვერ ხვდებიან.

საქართველომ პირობა, რომ ნატოს წევრი გახდებოდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღო. თუმცა, მაშინ ქვეყანას უარი უთხრეს MAP-ზე, რაც ალიანში გაწევრიანების გზაზე პირველი ნაბიჯია. საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი არც მომდევნო სამიტებზე - 2012 წელს ჩიკაგოსა და 2014 წელს უელსში დამდგარა დღის წესრიგში. ეს მოსკოვის მიმართ ძალიან არასწორი გზავნილია. ნატოს გაფართოების შესახებ მტკიცე გადაწყვეტილება ერთადერთი შემაკავებელი ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც რუსეთის ქცევას, პროგრესს და უკრაინაში ქმედებებს უყურებს და ჰგონია, რომ ეს პრობლემა სხვა გზით შეიძლება მოგვარდეს“, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ვარშავაში ნატოს სამიტი 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება.