სამართალი
საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იური ბ. ქურდობის ბრალდებით თეთრიწყაროს რაიონში დააკავეს.
დაკავებული მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის მე-12 კილომეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, მატარებლის სპილენძის საკონტაქტო სადენსა და გვარლს, ე.წ. „ტროსს“ იპარავდა. ბრალდებულის თანამზრახველმა პოლიციის მისამართით გასროლა მოახდინა და გაქცევა მოახერხა, ხოლო იური ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველები თანამზრახველის დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. პოლიციამ მოპარული სადენები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 7300 ლარს შეადგენს, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.