აქტუალური
ვალერი ხაბურძანია: „ღარიბაშვილი-პუტინის შეხვედრას ხელშესახები შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ შეხვედრა უკვე შედეგია. არ გამოვრიცხავ კორიდორში შეხვედრის შესაძლებლობასაც არაფორმალურად… კარასინი-აბაშიძის ფორმატი უშედეგოა!“

AQTUAL-3საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ამ განცხადებას პირველ რადიოსთან“ საუბარში უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია აკეთებს. კითხვაზე, უნდა შედგეს თუ არა გაეროს ასამბლეის ფარგლებში ღარიბაშვილი-პუტინის შეხვედრა, თუნდაც კორიდორში, ხაბურძანია ამბობს, რომ შეხვედრის საჭიროება დგას.

როდესაც პირველი პირები მიდიან გაეროს ასამბლეაზე, იქ ყველაფერი გაწერილია და თუ რაღაც შემთხვევითი შეხვედრა იქნება არ ვიცი, ან მათ თუ აქვთ ამისთვის „ფანჯარა“ არ ვიცი. საჭიროებას რაც შეეხება გეტყვით, რომ საჭიროება რა თქმა უნდა არის, რომ შედგეს ეს შეხვედრა, მაგრამ იქ რამდენად შესაძლებელია ეს ტექნოლოგიურად არ ვიცი. წარმოიდგინეთ, მიდიპუტინი და ჩვენგან მიდის ღარიბაშვილი. მიდის პრეზიდენტიც, ოღონდ სხვა ღონისძიებაზე. კორიდორში ვერ შეხვდებიან ალბათ ერთმანეთს, უხერხულია, არ შეიძლება პირველი შეხვედრა კორიდორში მოხდეს. თუ დაგეგმილი არ არის, მე არ მგონია რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. თუმცა მე ვთვლი, რომ ეს შეხვედრა კარგა ხანია უნდა შემდგარიყო და ამისთვის გამოყენებული უნდა იქნას ყველა შესაძლებლობა. მე არ გამოვრიცხავ კორიდორში შეხვედრის შესაძლებლობასაც არაფორმალურად. ჩვენი პირველი პირი ყოველთვის უნდა შეეცადოს ამას, ვინც იქნება სახელმწიფოს წარმომადგენელი რომ მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან რაღაცის დაწყება“, - განაცხადა ხაბურძანიამ.

ხაბურძანია კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც ეხება და ამბობს, რომ შედეგი არ ჩანს, ვინაიდან ღვინო და მწვანილი კერძო სექტორს რუსულ ბაზარზე თავადაც გააქვს.

„სულ აბაშიძე-კარასინის დონეზეა საუბარი. ძაან გაუგებარია ეს ჯგუფი რას აკეთებს საერთოდ. იმიტომ, რომ მე მათი შეხვედრის შედეგს ვერ ვხედავ. მწვანილი და ღვინო მაგათ გარეშეც შედის და გამოდის და ამას აკეთებს კერძო სექტორი. დანარჩენი, ამ შეხვედრის შედეგები არ ჩანს“, - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ „პირველ რადიოსთან“ საუბარში.