საზოგადოება
გოგა ხაინდრავა: „ბატონმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განგვიმარტოს - ეს მისი პირადი აზრია, რაც „რუსთავი 2"-თან მიმართებაში განაცხადა თუ აშშ-ის მთავრობის პოზიციაა?“

SAZOG-1-ANALITსაქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. რეჟისორი გოგა ხაინდრავა თვლის, რომ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არა მარტო შემაშფოთებელი, არამედ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელიცაა.

მე ვურჩევდი ელჩს, დაინტერესდეს ვის ეკუთვნის ტელეკომპანიარუსთავი-2"-ის 50%-იანი წილი იქნებ საზოგადოებასაც გააგებინოს, იმიტომ, რომ დღემდე ბრუსითაა მოცული ეს საკითხი, გაუგებარია, რატომ იმალება მისი მეპატრონე და ვის ემსახურებარუსთავი-2" ამ 50%-იანი წილის ფარგლებში. მე, ამ ორგანიზაციის მიმართ მაქვს ჩემი შეხედულება და ვფიქრობ, რომ ეს არის სპეცდანიშნულების ორგანიზაცია, რომელიც არის პარტიული რუპორი და სააკაშვილის ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება და სხვას არაფერს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მედიასთან. გაიგოს, რას ფიქრობენ საქართველოში ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით.

როდესაც აშშ- პირველი დიპლომატი მსგავსი ტიპის განცახდებას აკეთებს, ეჭვქვეშ აყენებს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში, არა მარტო შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენთვის, ქართველებისთვის. მე მას ვურჩევ - კარგად გაერკვეს ვითრებაში, ნუ დაიპირისპირებს ქართულ საზოგადეობას, ნუ დაიპირისპირებს იმ ხალხს, რომლებიც საკუთარ შვილებს აგზავნიან ერაყში, ავღანეთში და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად წირავენ საკუთარ სიცოცხლეს.

ასევე, ბატონმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განგვიმარტოს - ეს მისი პირადი აზრია, რაც „რუსთავი 2"-თან მიმართებაში განაცხადა თუ აშშ-ს მთავრობის პოზიციაა",- განაცხადა, კერძოდ, გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბრისას.