რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ისლამური სახელმწიფო“ მალე საქართველოს თითოეულ მეჩეთში იქნება! - „დეიდა თინა თბილისიდან“ და პროგნოზი, რომელიც 4 წლის შემდეგ ახდა

Arn-mt2011 წლის 4 აპრილს, ექსკლუზიურ ინტერვიუში News24.az-თან, მე, არნო ხიდირბეგიშვილმა, განვაცხადე: „არაბული გაზაფხულის“ სახელწოდებით ცნობილი ყველა რევოლუციის პროვოცირება მოახდინა ამერიკამ, ერთადერთი მიზნით - ხელი შეეწყო ისლამური სამყაროს სახელმწიფოების ახალ არაბულ ხალიფატად გაერთიანებისათვის, ჩინეთის საპირწონედ! ჩინეთის დიდი კედლის წინ აღმართულ ერთმორწმუნე მუსლიმანური სახელმწიფოების ბარიკადას, ვაშინგტონის იდეით, უნდა გაენეიტრალებინა ჩინეთის მზარდი ძლიერება და დაეცვა მისგან აშშ. ამ პროექტის დაწყებით აშშ გარკვეულ დროს მოიგებს, თუმცა შემდგომში ახალი არაბული ხალიფატისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთმანეთზე გადაკიდების მცდელობა შესაძლოა კრახით დასრულდეს: აშშ-მა შესაძლოა დაკარგოს პროცესზე კონტროლი და შემდეგ უცნობია - საით მიაბრუნებს დრუნჩს ახალშობილი ისლამური მონსტრი: იქნებ, დასაწყისისათვის, თავისივე შემქმნელები გადასანსლოს - ჯიჰადი გამოუცხადოს აშშ-ს და მათ NATO-მოკავშირეებს. მაგრამ ამერიკა ერთი დღით ცხოვრობს და ახლა მისთვის მთავარია - მოაწყოს ქაოსი აზიაში, სადაც მუსლიმანური ქვეყნები, აშშ-ის კონტროლქვეშ, გაერთიანდებიან ახალ არაბულ ხალიფატად, რაც საყრდენს გამოაცლის ქედმაღალ ევროპას, დაამუხრუჭებს BRICS-სა და ШОС-ის ქვეყნების განვითარებას, ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში - რუსეთისთვის პრობლემად, ხოლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში რაკეტებით აღჭურვილ „ფუნდამენტალურ“ ბარიკადად გადაიქცევა ამერიკის ენერგეტიკული ინტერესებისა და დოლარის ჩინეთისაგან დასაცავად“.

დღეს, 4 წლის შემდეგ, შეიძლება კონსტატირება, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა: ახალი არაბული ხალიფატი შექმნილია და „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ (داعش) ეწოდება. მისი დევიზია „ შენარჩუნება და გაფართოება“, მიზანი - ოსმანთა ხალიფატის გაყოფის შედეგად დადგენილი საზღვრების ლიკვიდაცია და ორთოდოქსული სუნიტური სახელმწიფოს შექმნა მთელ ისლამურ სამყაროში. როგორც 4 წლის წინ ვივარაუდე, აშშ-ის არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგად, ახალშობილი ისლამური მონსტრი კონტროლქვეშიდან გამოვიდა და ერაყისა და სირიის, ლიბიისა და ლიბანის ტერიტორიები დაპყრო და გამოუცხადა ჯიჰადი მისავე შემქმნელს - აშშ-სა და მათ NATO - მოკავშირეებს („თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო“)... სამაგიეროდ, ევროპას, როგორც აშშ-ს სურდა, უკვე აკანკალებს დაუკრეფავში გადასული უკრაინისაგან, რომელიც ნებისმიერ წუთს მას გაზის ტრანზიტს გადაუკეტავს; აკანკალებს ომებს გამოქცეულ არალეგალი მიგრანტებისგან - სირიიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ხშირად იღუპებიან თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრების გადაკვეთის მცდელობისას, შემდეგ კი უნგრეთის, სერბეთისა და მაკედონიის გავლით, საფრანგეთსა და გერმანიამდე ჩაღწევას რომ ლამობენ. სამაგიეროდ, BRICS-სა და ШОС-ის ქვეყნების ეკონომიკები დიდ სირთულეებს წააწყდნენ, აშშ-ს სასიხარულოდ!

ამ დროს კი ჩინეთმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა მომენტი და დაეწყო ომი ამერიკის ფანანსური იმპერიას წინააღმდეგ, რომელიც ისედაც გარდაუვალი იყო და რუსეთის წინააღმდეგაც, დასავლეთის ეკონომიკურმა სანქციებმა ის მხოლოდ დააჩქარა. ჩინეთის ნაციონალურმა ბანკმა, აშშ-ის მიერ პროვოცირებულ, ნავთობზე ფასების ვარდნის შედეგად რუბლის გაუფასურების კვალდაკვალ, სპეციალურად მოახდინა იუანის კურსის დევალვაცია, დაწია რა დოლართან მიმართებაში 20 წელზე მეტი ხნის წინანდელ ნიშნულამდე, რის გამოც წინა პარასკევს ნიუ იორკის საფონდო ბირჟამ (New York Stock Exchange, NYSE) ერთ დღეში დაკარგა 580 მლნ დოლარი და ეს მხოლოდ დასაწყისია! იუანის დევალვაციამ ამერიკული საქონელი საბოლოოდ არაკონკურენტუნარიანად აქცია ჩინურთან შედარებით. საბოლოოდ - იმიტომ, რომ აშშ და ევროპა უკვე დიდი ხანია ჩინური ექსპორტის „ნემსზე სხედან“, კომპიუტერებით დაწყებული და ტანსაცმლით დამთავრებული. ჩინეთმა და რუსეთმა გაყიდეს მთელი ჩაწოლილი გაიაფებული საქონელი შიდა ბაზარზე და ექსპორტზე. ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ რუსეთი და ჩინეთი, აშშ-სგან განსხვავებით, ოქროს უზარმაზარ მარაგს ფლობენ ნაციონალური ვალუტების უზრუნველსაყოფად; თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ რუსეთი და ჩინეთი ენერგომატარებლების საფასურის ურთიერთანგარიშსწორებას იუანებსა და რუბლებში შეთანხმდნენ; თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ  რუსეთსა და ჩინეთს დოლარები და ამერიკული ფასიანი ქაღალდები თავად ამერიკაზე მეტი აქვთ; თუ მხედველობაში მივიღებთ აშშ-ის ასტრონომიულ საგარეო ვალს (აღარაფერი რომ არ ვთქვათ საშინაო ვალზე), რომელიც მის მთლიან შიდა პროდუქტს თითქმის ორჯერ აჭარბებს, მაშინ აშშ-ის იმპულსური ქმედებები, ყველას წინააღმდეგ ყველას ომების პროვოცირებისათვის, გასაგები იქნება.

(გამორიცხული არაა, რომ იუანის ხელოვნური დევალვაციისთვის აშშ-მა შური იძია ჩინეთზე ტიანძინში კატასტროფით - აფეთქებათა სერია მოაწყო ფეთქებადსაშიში ქიმიკატების 46 ათას კვ/მ საწყობებში, რასაც შედეგად ასობით დაღუპული, ათასობით დაჭრილი, ჩინეთის ოთხიდან ერთ-ერთ უდიდეს, 15 მლნ მოსახლიან ქალაქში, საზღვაო პორტით, მსოფლიოში 10 ყველაზე დიდი პორტის ჩამონათვალში რომ შედის, მინიმუმ 3 საცხოვრებელი მასივის ნგრევა და მოწამვლა მოჰყვა).

მაშ ასე, დავუბრუნდეთ „ისლამურ სახელმწიფოს“: რას მოიმოქმედებენ ახლა თავდაჯერებული ამერიკელები, როგორ დააღწევენ თავს მდგომარეობას, რომელშიც თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი? როგორც უინსტონ ჩერჩილი ირწმუნებოდა, „ამერიკელები აუცილებლად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერ დანარჩენს მოსინჯავენ“... მანამდე კი „ისლამური სახელმწიფო“ უკვე საქართველოში იქნება! დასაწყისისათვის „ისლამური სახელმწიფოს“ გადამბირებლები და პროპაგანდისტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე თითოეულ მეჩეთში შეაღწევენ - როგორც ისლამის კერებსა და მუსლიმანთა წმინდა ადგილებში. მოსამზადებელი აგიტაციის შემდეგ კი, როცა ერთმორწმუნეებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიზნებსა და ამოცანებს აუხსნიან საქართველოსა და კავკასიაში, დოლარებით შთამბეჭდავად გაამყარებული, პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომელთაგან ზოგიერთს მაღალი დონე უჭირავს „ისლამურ სახელმწიფოში“, საქართველოში თავისი რაზმებით დაბრუნდებიან. დაბრუნდებიან, რათა დასაჯონ აშშ-ის პარტნიორი - საქართველო, რომლის ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელ ანტიტერორისტულ ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორები „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას ასწავლიან! რათა დასაჯონ რუსეთი თავისი ტერორისტი ძმების დახოცვისთვის ჩეჩნეთში. რათა  გადააქციონ აჭარა „ისლამური სახელმწიფოს“ პლაცდარმად თურქეთის წინააღმდეგ. რათა დაეუფლონ ფოთისა და ბათუმის შავი ზღვისპირა პორტებს თავისი კონტრაბანდული ნავთობის სარეალიზაციოდ  უკრაინაში, ოდესის პორტის და ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით.

QVEMOT

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოსგან “საქართველოსა და მსოფლიოს  გადარჩენა შეუძლია, რუსეთია და აი რატომ: აშშ მიჩვეულია მხოლოდ „ფერადი რევოლუციების“ მოწყობას, რომლებიც ადრე თუ გვიან კრახით სრულდება. აშშ-ს შეუძლია დაბომბოს მთელი ქვეყნები, მაგრამ სახმელეთო სამხედრო ოპერაციების ჩატარება აშშ-ს არ შეუძლია (ისინი მხოლოდ საპასუხოდ ისვრიან, თავისი სამხედრო ბაზების კედლებს ამოფარებული, როგორც დღეს ერაყსა და ავღანეთში ხდება).

თუმცა, აღმოსავლეთს არ დავიწყებია, რომ სახმელეთო ოპერაციების ჩატარება ბრწყინვალედ იციან „ძია ვანიას ჯარებმა“ - რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა, ასევე „მორპეხებმა“ - საზღვაო ქვეითებმა, ГРУ-ს სპეცნაზმა და სხვა რუსულმა ქვედანაყოფებმა. გარდა ამისა, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე იბრძვის 5000-ზე მეტი რუსულენოვანი სამხედრო დსთ-ს ყოფილი ქვეყნებიდან, რომელთაგან 1500-მდე ყოფილი რუსი სამხედრო უწინ ზემოჩამოთვლილ ელიტურ სპეცდანაყოფებში მსახურობდა და ამიტომ, როგორც იშვიათი პროფესიონალური კადრები, „ისლამურ სახელმწიფოში“ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი არა მარტო ფულის გამო იბრძვის, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი, არამედ ერთგულია თავისი სამშობლოს ფიცისა და ბრძანებას ასრულებს. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების მეორე ხერხი ხომ მისი შიგნიდან დაშლა, მისი, ქართველებსა და ყველა აზიელივით ამბიციური და ემოციური, ლიდერების ერთმანეთზე წაკიდებაა. აი ამ ამოცანას შეასრულებენ საჭირო დროს „ისლამურ სახელმწიფოში“ დაქირავებულ ჯარისკაცებად ჩანერგილი რუსი პაგონიანი სპეცები!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინდა მივმართო „დეიდა თინას თბილისიდან“ - საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელიც იშვიათად, მაგრამ ამბობს სწორ რაღაცებს: მაგალითად, როცა ის არნო ხიდირბეგიშვილს ციტირებს და ამბობს, რომ რუს ხალხს, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადას გაუძლო და გაიმარჯვა, დასავლეთის ეკონომიკური სანქციები ვერ გატეხს; ან იმას, რომ „Super Puma“-ს შვეულმფრენები სააკაშვილისთვის მფრინავ საროსკიპოებად იყო შეძენილი და არ შეეძლო არათუ საბრძოლო ამოცანის შესრულება ომის დროს, არამედ თბილისში, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა გადარჩენაც. ასევე, ხიდაშელი სწორად მოიქცა, როცა შეაჩერა ქართული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რადგან ჯავშანტრანსპორტიორი „ლაზიკას“, ჯავშანმანქანები „დიდგორისა“ და სხვა სამხედრო ტექნიკის სრულყოფას იმდენივე  სჭირდება, რაც მათ შექმნაზე გაიხარჯა (თუმცა, საქართველოში ინფლაციიისა და დევალვაციის პირობებში, ფულის ხარჯვა ფრანგულ-ამერიკულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და სხვა მრავალ უცხოურ შეიარაღებაზე, ასევე არასწორია).

მაშ, ნუთუ დე-ფაქტო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თინა ხიდაშელს არ ესმის, რომ თუ ის საქართველოს უსაფრთხოების მიმღებ - უსაფრთხოების მომწოდებელ ქვეყნად“ აქცევს, საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე გახდება?! ორ დღეში კი უკვე გვიანი იქნება - 26 აგვისტოს, თბილისის ეროპორტში დაეშვება ბორტი, ნატოს გენმდივან სტოლტენბერგით, საიდანაც ისინი ხიდაშელთან ერთად ვაზიანის პოლიგონზე და მერე კრწანისში გაეშურებიან, სადაც, ამიერიდან, ეროვნული სასწავლო ცენტრის ნაცვლად, ნატო-საქართველო“ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი იქნება, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები ასწავლიან - როგორ დახოცონ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები! ან რა საჭირო იყო 13-15 აგვისტოს - იმ წუთებში, როცა უკრაინის არმია ბომბავდა დონბასს, სადაც საკუთარ სახლებში იღუპებოდნენ მოხუცები, ქალები და ბავშვები! - თბილისში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის მიღება სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-მაიორ სერგეი დროზდოვის ხელმძღვანელობით?! და მათთვის „2008 წლის აგვისტოს ომის დროს  ქართული მხარის მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარება“?! იქნებ უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობა მაშინდელი მთავარსარდალი სააკაშვილის კომპეტენციაში დაეტოვებინა, რომელმაც ის 2008 წლის აგვისტოში დაიწყო და „საბრძოლო გამოცდილება“ მიწაზე ხოხვით მიიღო?! უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობას მიშა ხომ დღესაც არანაკლები „წარმატებით“ აგრძელებს, მაგრამ უკვე როგორც „ქართული ლეგიონის“ მთავარსარდალი.

MTAVAR

ქალბატონო თინა! თქვენთვის თქვენი თანამდებობა მხოლოდ ბიოგრაფიის ეპიზოდია, თუნდაც - ოდნავ კომედიული... ნუ გადააქცევთ მას ტრაგიკულ ეპიზოდად საქართველოსთვის! რადგან ისტორიაში უმჯობესია საერთოდ არ დატოვო კვალი, ვიდრე დატოვო ცუდი, როგორც სააკაშვილმა...

P.S.
- Кто такая тётя Нина из Тбилиси? Не знаешь?
- Нет.
- И я не знаю…
(«მიმინო»)

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 24 აგვისტო
საქართველო, თბილისი