სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
1boepr-SAMART-2საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ვახტანგ ლ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ვახტანგ ლ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 5 მჭიდითა და 146 საბრძოლო ვაზნით, 1 რევოლვერი 22 საბრძოლო ვაზნით, 1 ხიშტ-დანა, 1 დანა შალითით და 1 მრგვალი ფორმის მჭიდი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.