საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრთან და ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
საქინფორმი თავის მკითხველს შეახსენებს, რომ 2004 წელს რფ-ის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან ერთად სასწავლო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა აჭარაში, იქიდან გასული რუსული სამხედრო ბაზის ადგილას. სააკაშვილმა მაშინ უარი თქვა, პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს აირჩიოს თავისთვის ინსტრუქტორები - ამერიკელები იქნებია ისინი თუ რუსები.
ნატოს საწვრთნელი ბაზა კი, რომელიც, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოში არ იქნება, ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრისგან იმით განსხვავდება, რომ იქ ანტიტერორისტულ მომზადებას არა მარტო ქართველი, არამედ ნატოს ყველა ქვეყნის „იღბალის ჯარისკაცები“ გაივლიან - მოხალისეები მთელი მსოფლიოდან, როგორც ფრანგულ ლეგიონში. ეს კი, როგორც ოდესაში ამბობენ, „ორი დიდი განსხვავებაა“.
საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 21 აგვისტო
საქართველო, თბილისი