რელიგია
პრემიერი ღარიბაშვილი: „რელიგიის სააგენტოს შექმნა არის ჩვენი მთავრობის ინიციატივა, რომელიც დავიწყეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს და ჩემს დროს დავასრულეთ“, ანუ კარგად დავიწყებული ძველი...

1axal-POLIT-1-RELIGსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ეს დავიწყეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს და ჩემს დროს დავასრულეთ. ამ სააგენტოს შექმნით ჩვენ უპრეცედენტო რამ გავაკეთეთ, რადგან წლების განმავლობაში არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ჩვენ მუსულმანებს, კათოლიკეებს, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს, ასევე ებრაელებს. ჩვენ ამ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დავუნიშნეთ დაფინანსება და რელიგიის სააგენტომ სამუფთოსთან ერთად გადაწყვიტა სამუფთოსთვის რეზიდენციისა და მედრესეს გაკეთება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რელიგიის საქმეთა სააგენტო გაცილებით უფრო დიდი ხნის წინ  - პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილამდე არსებობდა, სსრკ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საბჭოს სახით, რაც, რა თქმა უნდა, ვერ ემახსოვრება ახალგაზრდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. ჭეშმარიტად, ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია...