აქტუალური
„ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხი თეთრ სახლში შეგვიძლია მივიღოთ“ - ხიდაშელის შეხვედრები აშშ-ში გრძელდება და საქინფორმის პროგნოზი მართლდება - თინა საქართველოს საგარეო მინისტრობას უმიზნებს!

1integr-AQTUAL-12-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. თინათინ ხიდაშელი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილე ევრილ ჰეინსის შეხვდა.

პოზიტიური და მეგობრული შეხვედრა შედგა თეთრ სახლში. ვფიქრობ, ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხი, ალბათ, აქ შეგვიძლია მივიღოთ. ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებზე. ურთიერთობების გაღრმავებისთვის თეთრი სახლის მხარდაჭერის შესახებ, მიმდინარე პროექტებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც 2016 წლიდან მეტად გაფართოვდება. სწორედ, ასეთი შეხვედრებითა და ურთიერთობებით ყალიბდება ის პოლიტიკა, რომელიც შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობებს წარმართავს. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ და პროექტები დავგეგმოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ევრილ ჰეინსი იყო პირველი ქალი, რომელიც ჯერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, მოგვიანებით კი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ დაინიშნა.

თავდაცვის მინისტრმა „თეთრი სახლის“ შემდეგ შეხვედრები გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციებთან გააგრძელა.

წინა ორშაბათს, 17 აგვისტოს, საქინფორმის მთავარი რედაქტორი თავის პუბლიკაციაში „ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს!“ „CHANGEMENT!”, კერძოდ, წერს: „თინა ხიდაშელი, გარდა იმისა, რომ თავდაცვის მინისტრია, რეალურად არის საქართველოს ელჩი ყველა ევროატლანტიკურ სტრუქტურაში და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი!თინა ხიდაშელი ყოველდღიურად, ტელეეკრანებიდან და უცხოური მედიის ფურცლებიდან, ქვეყნის პრემიერივით, პრეზიდენტივით ანდა საგარეო საქმეთა მინისტრივით, საგარეო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს...“

ხიდაშელის ვიზიტმა აშშ-ში მთლიანად დაადასტურა ზემონათქვამი და საქართველოს ხელისუფლების კულუარებში უკვე საუბრობენ მოქმედი (უფრო სწორად, უმოქმედო!) საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილის შეცვლაზე, რომელიც დიდი ხანია არავის არსად უნახავს...