აქტუალური
„რუსეთის მიერ საქართველოს ყოფილი რესპუბლიკების „გავლენის სფეროდ“ განხილვა ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას“ - ხიდაშელი „მაკკეინის ინსტიტუტის“,„ჰაიფაქსის ფორუმის“,„CNAS“-ს და „ბრუკინგსის ცენტრის“ ღონისძიებებზე სიტყვით გამოვიდა

1integr-AQTUAL-12-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“. თინათინ ხიდაშელმა საკუთარ მოხსენებაში უკრაინის კრიზისზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პერსპექტივებზე, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს „ვარშავის სამიტზე“ დასავლეთის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრის თქმით, პოლიტიკური რეალიები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ.

თავდაცვის მინისტრი აშშ-ში კვლევით ორგანიზაციებსა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ჰაიფაქსის ფორუმისა და მაკკეინის ინსტიტუტის ერთობლივ ღონისძიებაზე თინათინ ხიდაშელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მკვლევარების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე მიწვეული ექსპერტები და მკვლევარები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებით დაინტერესდნენ. კითხვაზე, როგორია თავდაცვის მინისტრის პროგნოზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკებისგავლენის სფეროებადგანხილვა ხელს უშლის როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ისე რეგიონის უსაფრთხოების გარემოს სტაბილურობას.

თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები ასევე გაიმართა „CNAS“-ში და ბრუკინგსის ცენტრში“. „ბრუკინგსის ცენტრი“ თავდაცვის, უსაფრთხოების და სტრატეგიული განვითარების საკითხებზე მუშაობს და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არასამთავრობო ორგანიზაციად მიიჩნევა.